ვულკანის გული
ძველი ლეგენდები ამბობენ, რომ ნიკარაგუას ვულკანებს სული აქვთ — ცეცხლოვანი გული, რომელიც მიწას
უნიკალური მინერალებითა და ენერგიით ავსებს. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ამ გულის ძალა გადაეცემა ყავის
მარცვალს, რომელიც მის ფერდობებზე იზრდება.
Corazón del Volcán არის ჩვენი მოგზაურობის შედეგი ნიკარაგუას ნისლიან, მაღალმთიან რეგიონებში. ეს
არის ყავა, რომელიც მწიფდება ვულკანურ ნიადაგზე, ტროპიკული ხეების ჩრდილში, რაც მას ანიჭებს
კომპლექსურ, მრავალფეროვან გემოს.
ეს არ არის უბრალოდ ყავა. ეს არის ვულკანის გულისცემა, რომელიც შეგიძლიათ შეიგრძნოთ პირდაპირ თქვენს ფინჯანში.
Corazón del Volcán:
- სადებიუტო ნაკრები: ₾600
1 კგ ყავა "Corazón del Volcán" მარცვალი
Alkimia ბრენდირებული ხის ყუთი
საიდუმლო საჩუქარი
სადებიუტო ნაკრები შექმნილია, რათა სრულყოფილად შეიგრძნოთ ჩვენი ბრენდის ფილოსოფია. ამ
შენაძენით თქვენ ავტომატურად ხდებით ჩვენი დახურული კლუბის — "რეზერვის წევრი" და იღებთ წვდომას
ექსკლუზიურ პრივილეგიებზე, რომლებიც სცილდება უბრალოდ ყავას. დახურულ დეგუსტაციებზე, პრემიუმ
ნეთვორქინგსა და მხოლოდ წევრებისთვის განკუთვნილ ღონისძიებებზე.
- განმეორებითი შეკვეთა: ₾400
1 კგ ყავა "Corazón del Volcán" მარცვალი
ექსკლუზიურად "რეზერვის" წევრებისთვის. შეავსეთ თქვენი პირადი მარაგი ლეგენდარული Corazón del Volcán ახალი პარტიით და შეიგრძენით გემო, რომელიც უპირატესობას ქმნის.
შეუკვეთე ინსტაგრამით